გორის მერია მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით მიმდინარე სოციალურ პროექტებზე ინფორმაციას ავრცელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სოციალურ სერვისებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობითაც სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

გორის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მერიის თანადაფინანსებით 13 ორგანიზაცია 18 პროექტის ფარგლებში 2000 - ზე მეტ ბენეფიციარს სხვადასხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფს.

უწყების ცნობითვე, გორის მერია არასამთავრობო სექტორთან „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში თანამშრომლობს.

„პროგრამის მიზანი მუნიციპალიტეტში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

პროექტების ბენეფიციარები არიან: შშმ ბავშვები; შშმ პირები; ხანდაზმულები; სოციალურად დაუცველი მოქალაქეები; კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირები; ვეტერანები; განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები; კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდები.

პროექტების ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურებებია: შინმოვლა; სარეაბილიტაციო კურსები; საყოფაცხოვრებო მომსახურება; სამედიცინო მომსახურება; საკვებით უზრუნველყოფა; მედიკამენტებით უზრუნველყოფა; სასწავლო კურსები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება