პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რამდენიმე კანონპროექტი განიხილა და   საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რამდენიმე კანონპროექტი განიხილა და სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის ანგარიში მოისმინა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა წარადგინა და კომიტეტის წევრებს კანონპროექტის ზოგადი დებულებები გააცნო.

„მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის მომზადება საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების მიმართულების მართვის კოორდინაციის გაუმჯობესების და ახალი მხარდამჭერი მომსახურებების დანერგვის საჭიროებამ განაპირობა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კანონში აისახოს სამინისტროს სისტემაში სოციალური მუშაკების არსებობა და ფსიქოლოგიური მომსახურება ჩანაცვლდეს ფსიქოსოციალური მომსახურებით. გაფართოვდება საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის ფუნქციებიც.

კანონპროექტი „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა მეორე მოსმენით განსახილველად წარადგინა.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტები, რომლებიც დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობასა და მიმოქცევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს, მუხლობრივად განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის ანგარიში სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ წარადგინა. ანგარიში შეეხება როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების, შიდა აუდიტის, ასევე სარედაქციო პოლიტიკის საკითხებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება