ანონსი  14 სექტემბერი

14 სექტემბერს, 09:30 საათზე, საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, კონფერენცია თემაზე - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ - მეორე ნაწილი გაიმართება.

მის: რესპუბლიკის მოედანი N6, საკონფერენციო სივრცე „რესპუბლიკა“

14 სექტემბერს, 10:00 საათზე, ხელვაჩაურში, „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები და მიშა ბოლქვაძე აქციას გამართავენ.

თემა: საკრებულოს თავმჯდომარის და მოადგილის მივლინების ხარჯები მერიის ბიჯეტიდან.

მის: ხელვაჩაური, მერიის შენობა

საკონტაქტო: მიშა ბოლქვაძე - 577032105

14 სექტემბერს, 10:30 საათზე, მეოთხე სკოლასთან, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე, პარტიის წევრი ლაშა ტყეშელაძე და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი ნანა ტოხვაძე ბრიფინგს გამართავენ.

თემა: სასკოლო ინფრასტრუქტურა, როგორი მოუმზადებელი ხვდება განათლების სამინისტრო სკოლის დაწყებას

მის: ცოტნე დადიანის 19

საკონტაქტო: ირაკლი ნადირაძე - 599 63 11 55

14 სექტემბერს, 10:30 საათზე, „საფარი“ სექსუალური ხასიათის დანაშაულებების შესახებ პრესკონფერენციას გამართავს, რომელშიც მონაწილებას მიიღებენ როგორც პრაქტიკოსი იურისტები და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ისე სახელმწიფო სტრუქტურების - საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები. პრესკონფერენციაზე საკუთარ მოხსენებას წარადგენს სახალხო დამცველის წარმომადგენელიც.

მის: თავისუფლების მოედანი #4, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“.

14 სექტემბერს, 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

მის: საქართველოს პარლამენტი (სხდომათა დარბაზთან)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

14 სექტემბრს, 11:00 საათზე, პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N534

(C კორპუსი, V სართული)

14 სექტემბერს, 11:00 საათზე, ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის წევრი კახა მიქელაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „აფხაზეთი საქართველოა“ 27 სექტემბერს აქციის ანონსი

მის: ბათუმი, ვახტანგ გორგასალის N28

საკონტაქტო: კახა მიქელაძე - 551 747 466

14 სექტემბერს, 11:00 საათზე, პრემიერის ჩარტერული რეისის შესახებ ახალ დეტალებს, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი თაზო დათუნაშვილი, მედიას პარტიის ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგზე გააცნობს.

14 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორი, გიორგი კობიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „ვითარება მას შემდეგ, რაც შინაური ცხოველების გასეირნების წესი გამკაცრდა - როგორ იცავენ რეგულაციას და როგორია დაჯარიმების მხრივ არსებული მდგომარეობა“.

მის: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

14 სექტემბერს, 14:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს ყრილობა გაიმართება.

მის: კახეთის გზატკეცილი 45

საკ: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

14 სექტემბერს, 14:00 საათზე, გაეროს სპეციალური მომხსენებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების საკითხში გერარდ ქუინი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: თავისუფლების მოედანი 4

საკონტაქტო: მერი მახარაშვილი - 599 50 01 37

14 სექტემბრს, 14:30 საათზე, საქართველოს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

14 სექტემბერს, 17:00 საათზე, ქ. ბათუმში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი ახალ ოფისს გახსნის.

მის: ბაქოს ქ. N48

საკონტაქტო: ეკა სოსელია 599 57 70 10

14 სექტემბერს, 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში „დიასპორის სახლის“ ორგანიზებით, რიგით მე-8 საერთაშორისო პროექტ „თანამემამულეების“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

საკონტაქტო: 511 11 01 95; 577 10 08 30

14 სექტემბერს, 19:00 საათზე, „ფაბრიკას“ საკონფერენციო სივრცეში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი, გამომცემლობა „პალიტრა L“-ან და „ბი ჯი ერა გეიმსთან“ თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით, სამაგიდო თამაშის „პერსონას“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: ე. ნინოშვილის ქ. 8

საკონტაქტო: სალომე ბენიძე - 577 211 300

14 სექტემბერს, 20:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბროსეს ოფისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი, საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

თემა: ოთარ ფარცხალაძის სანქცირება ამერიკელების მხრიდან

მის: ბროსეს #6

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო