„დიასპორის სახლი“  ქართველ ემიგრანტებს დააჯილდოებს

„დიასპორის სახლი“ ქართველ ემიგრანტებს დააჯილდოებს.

„დიასპორის სახლის“ ხელმძღვანელის, ინა ასანიძის ინფორმაციით, პროექტ „თანამემამულეების“ ეგიდით უკვე მერვე წელია ჯილდოვდებიან ის ემიგრანტები, რომლებიც უცხოეთში საქართველოს უწევენ პოპულარიზაციას, ეხმარებიან სხვა ქართველ ემიგრანტებს და ქართულ ეროვნულ საქმეს აკეთებენ.

„ეს პროექტი უკვე მერვე წელია არსებობს. ვცდილობთ მთელი წლის განმავლობაში მოვაგროვოთ ინფორმაცია იმ ქართველ ემიგრანტებზე, რომლებიც უცხო მიწაზე არიან, მაგრამ ქართულ საქმეს აკეთებენ, ეხმარებიან თანამემამულეებს გზის გაკვალვაში და საქართველოს პოპულარიზაციას უწევენ. ასეთ ნომინანტებს რეკომენდატორები წარმოგვიდგენენ და საბოლოო გადაწყვეტილებას ჟიური იღებს. ეს პროექტი აპოლიტიკურია და სხვა, მსგავსი დაჯილდოებებისგან განსხვავებით, ჩვენს ნომინანტს არანაირი ფინანსების გაღება არ უწევს. ჩვენი ამოცანაა ვნახოთ ის ადამიანები, რომლებიც ქართულ საქმეს აკეთებენ და ჩვენი ჯილდოთი მადლიერება გამოვხატოთ მათ მიმართ და მივცეთ მოტივაცია. დაჯილდოების ცერემონიამდე, ნომინანტებისთვის ხუთდღიანი მრავალფეროვანი ღონისძიებები ტარდება. მათ შორის ტრენინგები, შეხვედრები საკანონმდებლო და სამთავრობო წრეებთან. ეცნობიან საქართველოს მიღწევებს. ტრადიციულად, ნომინანტები მიწვეულები არიან საპატრიარქოში“, - განაცხადა ინა ასანიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამერიკისა და ევროპის კონტინენტიდან წლევანდელი დაჯილდოებისთვის 18 ემიგრანტი შეირჩა, რომელთა შორის ცამეტს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სცენაზე გადაეცემა ჯილდოები, ხოლო ხუთმა ემიგრანტმა საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოახერხა და კუთვნილი ჯილდოებს იმ ქვეყნებში მიიღებენ, სადაც ამჟამად იმყოფებიან.

ისევე როგორც გასულ წლებში, ახლაც პროექტს დახმარება თბილისის მერიამ აღმოუჩინა ტრადიციულად, ღონისძიებას სამთავრობო და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება