ჯონ კირბი - არცერთი ერი დედამიწაზე, არავინ არ უნდა ეხმარებოდეს პუტინს უდანაშაულო უკრაინელების მკვლელობაში - ჩრდილოეთ კორეა შედეგებს შეეჯახება

ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის გადაცემის შემთხვევაში შესაბამის ზომებს მივიღებთ. ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

“ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას უკრაინაში რუსეთის ომს არ დაუჭიროს მხარი. არცერთი ერი დედამიწაზე, არავინ არ უნდა ეხმარებოდეს პუტინს უდანაშაულო უკრაინელების მკვლელობაში”, - განაცხადა კირბიმ.

მისი თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეა გადაწყვეტს რუსეთს რაიმე სახის იარაღით დაეხმაროს, “ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ და შესაბამისად გავუმკლავდებით ამას”.

“როგორც ჯეიკ სალივანმა წინა კვირას თქვა, ჩრდილოეთ კორეა შედეგებს შეეჯახება - როგორც შეერთებული შტატების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. იქიდან, რა ვიცით - პუტინი რასაკვირველია არტილერიას მოითხოვს. დონბასსა და უკრაინის სამხრეთში მხარეები ერთმანეთს ესვრიან, რაც ძალიან არის დამოკიდებული არტილერიაზე. ასე რომ, შესაძლებელია, ეს საბრძოლო მასალის მინიმუმ ერთი სახეობაა, რომელსაც პუტინი ეძებს. შესაძლოა საუბარი საბრძოლო მასალის სხვა სახეობებზეც მიმდინარეობდა, მაგრამ მკაფიო სურათი ჯერ არ გვაქვს”, - განაცხადა კირბიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება