რუსეთი აცხადებს, რომ შავ ზღვაში რუსულ ხომალდს 5 უკრაინული საზღვაო დრონი თავს დაესხა

რუსმა სამხედროებმა შავ ზღვაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ხუთი დრონი გაანადგურეს, რომლებიც გემ „სერგეი კოტოვზე” თავდასხმას ცდილობდნენ, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„14 სექტემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში ზღვის ფლოტის საპატრულო გემ „სერგეი კოტოვზე“ ხუთი უპილოტო კატერით თავდასხმა სცადეს, თავდასხმის მოგერიებისას მოწინააღმდეგის ხუთივე უპილოტო კატერი განადგურდა”, - აცხადებენ უწყებაში.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ევპატორიაში აფეთქებების ხმები ისმოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაახლოებით, 05:30 საათზე, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყირიმის თავზე 11 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება