კოკა კაციტაძე საია-ს თავმჯდომარეს ნონა ქურდოვანიძეს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის განვითარებაში უფლებადამცველი ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი. ამასთან, ამ მხრივ, სამსახურის მზაობაზე გაამახვილა ყურადღება, აქტიურად ითანამშრომლოს მათთან სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებისას.

„შეხვედრაზე მიმოიხილეს, სამსახურის მიერ უფლებადამცველი ორგანიზაციების ჩართულობით განხორციელებული პროექტები, რომლებიც მიმართული იყო მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიების სტანდარტების დასამკვიდრებლად.

საიას თავმჯდომარემ და პროგრამის დირექტორებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს საგამოძიებო პროცესის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტურობასთან დაკავშირებით მათი ხედვა გაუზიარეს და გამოთქვეს მზაობა საგამოძიებო სამსახურთან სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, უწყების ინსტიტუციური განვითარების პროცესში, მომავალშიც აქტიურად უზრუნველყოფს უფლებადამცველი ორგანიზაციების, მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ჩართულობას და მათ აქტიურ მონაწილეობას.

შეხვედრას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე, ნათია სონღულაშვილი, საიას სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი, შორენა ლოლაძე და ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორი, თამარ ონიანი ესწრებოდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება