გაერო-ს გენერალური მდივანი - მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა და უკრაინული პროდუქციის ექსპორტი აღდგეს

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერიშის განცხადებით, ის მზად არის ყველაფერი შესაძლებელი გააკეთოს შავის ზღვის ინიციატივის აღსადგენად და გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეთანხმების ყველა მხარესთან ამ საკითხის განხილვას აპირებს.

აღნიშნულის შესახებ ანტონიო გუტერიშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, მომავალ კვირას ის უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის, თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს მიიღებს და მათთან ამ საკითხზე მსჯელობას გეგმავს.

„იმაზე საუბარს, ოპტიმისტურად თუ პესიმისტურად ვარ განწყობილი, არ ვაპირებ, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ კვლავინდებურად მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა და უკრაინული პროდუქციის ექსპორტი აღდგეს. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას რუსული აგროპროდუქციის და სასუქის ექსპორტის შემსუბუქებისთვის სასანქციო რეჟიმის ფარგლებში”, - განაცხადა გუტერიშმა.

შეგახსენებთ, რომ მომავალ კვირას გაერო-ს შტაბ-ბინაში, ნიუ-ორკში, ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომა ჩატარდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება