გიორგი ვაშაძე - რატომ იბრძვის „ქართული ოცნება“, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რატომ არ უნდათ, თანამედროვე შეიარაღება მიიღოს თავდაცვის ძალებმა, რატომ არ აშენებენ ანაკლიის პორტს? - როდემდე უნდა ემსახუროთ რუსულ ინტერესებს?

რატომ იბრძვის „ქართული ოცნება“, რომ არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი? რატომ არ უნდათ, რომ თანამედროვე შეიარაღება მიიღოს საქართველოს თავდაცვის ძალებმა და რატომ ანადგურებენ მიზანმიმართულად საქართველოს არმიას? რატომ არ აშენებენ ანაკლიის პორტს? - იმიტომ, რომ ეს რუსეთის ინტერესებში შედის და მივმართავ ამ ადამიანებს, როდემდე უნდა ემსახუროთ რუსულ ინტერესებს საქართველოში? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა ამერიკულ ბაზასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა მათი ბუნება, რომ არ უნდათ ძლიერი თავდაცვის სისტემა ჰქონდეს საქართველოს.

„ვის ინტერესში შედის, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებმა არ მიიღოს თანამედროვე სამხედრო შეიარაღება?!-რუსეთის ინტერესში. ვის ინტრესში შედის, რომ ნატო-ს თუ აშშ-ის სამხედრო გაფართოებული წარმომადგენლობა არ იყოს საქართველოში?! - რუსეთის ინტერესში. მეგობრებო, მსოფლიოში აშშ-ის სამხედრო ბაზები განლაგებულია მსოფლიოს 80 ქვეყანაში, მათი უმრავლესობა არ არის ნატო-ს წევრი, მაგრამ სწორედ ამერიკასთან სამხედრო თანამშრომლობა და ამერიკის სამხედრო ბაზები არის მათი უსაფრთხოების გარანტია. მაგალითად, სამხრეთ კორეა, იაპონია, ქუვეითი და სხვადასხვა ქვეყნები, ამ ქვეყნების უსაფრთხოების გარანტია, რომ მეზობელი ქვეყანა არ დაესხას თავს, არის შეერთებული შტატები. შესაბამისად, მთელი ის რიტორიკა, რომელიც გუშინ ჰქონდა კობახიძეს, მდინარაძეს, კალაძეს, ეს არის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო რიტორიკა და ეს არის კიდევ ერთი დიდი ტყუილი, რომლის ავტორიც არის რუსეთი. უფრო მეტიც, კალაძის განცხადებები ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით - ამ ადამიანს განათლების პრობლემა აქვს, მაგრამ ვინმემ მაინც ურჩიეთ, რომ ასე თავისი თავის ლუსტრაცია, რომ არანაირი ინტერესი არ აქვს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის და საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერების, უბრალოდ სირცხვილი კი არ არის, ანტიეროვნულია, ანტიქართულია. რატომ იბრძვის „ქართული ოცნება“ რომ არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი?! იმიტომ, რომ ეს რუსეთის ინტერესებში შედის; რატომ არ უნდათ, რომ თანამედროვე შეიარაღება მიიღოს საქართველოს თავდაცვის ძალებმა და რატომ ანადგურებენ მიზანმიმართულად საქართველოს არმიას?! იმიტომ, რომ ეს რუსეთის ინტერესებში შედის; რატომ არ აშენებენ ანაკლიის პორტს?! იმიტომ, რომ ეს რუსეთის ინტერესებში შედის და მივმართავ ამ ადამიანებს, როდემდე უნდა ემსახუროთ რუსულ ინტერესებს საქართველოში ?“- განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება