ალეკო ელისაშვილი - ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის სერიოზულად ემზადება და თითოეულ ხმას ითვლის - ის, რომ დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყვიტეს, ამის დასტურია!

ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ “ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ძალიან სერიოზულად ემზადება და თითოეულ ხმას ითვლის - ის, რომ დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყვიტეს, ამის დასტურია! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

ელისაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ რიგმა წევრმა მხარი დაუჭირონ.

“იმის გათვალისწინებით, რომ დავით სერგეენკო მაჟორიტარი დეპუტატია, პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე “ქართული ოცნების“ სიით ვერ შევა. თავის მხრივ, სერგეენკოც დაეხმარა “ქართულ ოცნებას“, რადგან მან 15 ივნისამდე განცხადება არ დაწერა და შესაბამისად, საბურთალოზე მაჟორიტარული არჩევნები არ დაინიშნა. როგორც ჩანს, “ქართული ოცნებისთვის“ თითოეულ ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის მნიშვნელობა აქვს დავით სერგეენკოს ხმასაც. ყველაზე დიდი საფრთხე “ნაციონალურ მოძრაობაშია“. “ნაციონალური მოძრაობა“ როგორც შეუძლია, ერთის მხრივ ზურაბიშვილს და მეორეს მხრივ “ქართულ ოცნებას“ ევაჭრება - ახლა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა