გურიის გუბერნატორი - სტიქიის შემდეგ, გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი, 306 ოჯახი განსახლებას ექვემდებარება

გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი, საიდანაც 306 მათგანზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა, ანუ 306 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას, - ამის შესახებ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, სასტუმროში გადაყვანილია 218 ადამიანი. უსაფრთხო ადგილას კი, 514 ოჯახი.

მისივე ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება 40 აბონენტს, ხოლო ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილია 432 აბონენტი.

„ჰუმანიტარული დახმარება 1200-ზე მეტ ოჯახს გაეწია. არცერთ სოფელში ფაქტობრივად აღარ არის ჩაკეტილი უბნები, ყველა უბანთან მიყვანილია მინიმუმ საფეხმავლო გზა. ახლა ვმუშაობთ, რომ სამანქანე გზაც მალე იყოს. სასტუმროში გადაყვანილია 218 ადამიანი. უსაფრთხო ადგილას გაყვანილია 514 ოჯახი. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ კოკათში 30 აბონენტს. გაზმომარაგება შეწყვეტილია 432 აბონენტთან. ადგილზე მობილიზებულია როგორც „ენერგო პრო ჯორჯიას“ ასევე, ,,სოკარ გაზის“ ჯგუფები და ინტენსიურად მუშაობენ, რათა მალე მოხდეს ამ ხარვეზის აღმოფხვრა. გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი, საიდანაც 306 მათგანზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა ანუ 306 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას. რაც შეეხება სასწავლო პროცესის დაწყებას საჯარო სკოლებში, არცერთი მოსწავლე არ დარჩება სწავლის უფლების გარეშე, განათლება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ლანჩხუთის ორ საჯარო სკოლაში სწავლა 2 ოქტომბერს დაიწყება, ეს არის ჩოჩხათის და შრომისუბნის საჯარო სკოლები. რეგიონის დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყება 15 სექტემბერს. ჩვენ დავიწყებთ იმ პროგრამის განხორციელებას, რომელიც პრემიერ -მინისტრმა დააანონსა. რეგიონში საკმაოდ ბევრი სკოლა აშენდება და გარემონტდება”, - განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება