ჯო ბაიდენი იმპიჩმენტზე - ეს მთავრობის მუშაობის შეჩერებისთვის სჭირდებათ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმპიჩმენტის საკითხზე კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ დაწყებულ მოკვლევას ეხმაურება.

როგორც ბაიდენი აღნიშნავს, დაკისრებული სამუშაოს შესრულებაზე და სხვა საკითხებზეა კონცენტრირებული.

აღნიშნული განცხადება ჯო ბაიდენმა ვირჯინიის შტატში წინასაარჩევნო კამპანიაზე საჭირო სახსრების შეგროვების ღონისძიებაზე გააკეთა.

ინფორმაციას Reuters- ავრცელებს.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, რესპუბლიკელების მხრიდან იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების სურვილი აშშ-ს მთავრობის მუშაობის დროებითი შეჩერების, მოწყობის მცდელობასთან არის დაკავშირებული.

„ზუსტად არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამათმა უბრალოდ იცოდნენ, რომ იმპიჩმენტის გამოცხადება სურთ. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ იმპიჩმენტი მთავრობის მუშაობის შეჩერებისთვის სჭირდებათ“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს. შესაბამისი განცხადება წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა კევინ მაკკარტიმ გააკეთა.

მისი თქმით, მოკვლევა „ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ხელის შეშლისა და კორუფციის ბრალდებებზე“ ფოკუსირდება.

რესპუბლიკური პარტია აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე შესაბამის პროცედურას იანვრიდან აწარმოებს, მას შემდეგ რაც წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება