პოლონეთში აცხადებენ, რომ მარცვლეულზე დაწესებული ემბარგოს გამო უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს

პოლონეთში აცხადებენ, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა ძალაში უნდა დარჩეს მინიმუმ მანამ, ვიდრე ევროკავშირსა და უკრაინას შორის სასოფლო-სამეურნეო საკითხებზე შეთანხმება მოხდება, მათ შორის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ასეთი განცხადება პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა გააკეთა.

„ამჟამინდელი პირობებით, უკრაინა ვერ შეუერთდება ევროკავშირს, რადგან ეს დააზარალებს პოლონეთის სოფლის მეურნეობას", - აღნიშნა ტელუსმა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "მარცვლეული წავიდეს იქ, სადაც საჭიროა" და რომ ეს მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოებისთვის, რომლებსაც ეს მარცვლეული ესაჭიროებათ.

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მტკიცებით, უკრაინა ახლა იმავე რაოდენობის მარცვლეულის ექსპორტს ახორციელებს, რასაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ, მაგრამ ის, იმის ნაცვლად, რომ აზიასა და აფრიკაში შევიდეს, ევროპაში რჩება.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის