პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსს“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსს“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კენჭისყრამდე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა იმ სარედაქციო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტზე მიმართ მოამზადა. საკითხი კოდექსის 162-ე მუხლს ეხება, სადაც დაემატა - „თავდაცვის მიზნებისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით“ წინადადება, საუბარია საომარი მდგომარეობის მოქმედებების პერიოდში იარაღისა და სხვადასხვა მასალების ჩამორთმევის საკითხზე. ცვლილება ასევე ეხება მოხალისეების ორგანიზებულად მოწესრიგების მიზნით, კოდექსის შესაბამისი თავის ამოქმედების ვადის ცვლილებას და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, სიტყვა “დაუყოვნებლივ“, “გონივრულ ვადაში დაბრუნებით“ შეიცვალა.

რაც შეეხება ოპოზიციონერი დეპუტატის, პოლიტიკური ჯგუფის “მოქალაქეების“ ხელმძღვანელის ალეკო ელისაშვილის შენიშვნებს, რომლებიც სამოქალაქო პირებისთვის სპეციალური სამხედრო წოდების მინიჭებას და სამხედრო სამსახურში გაწვევის ამოქმედების ვადის ცვლილებას შეეხებოდა, თავდაცვის სამინისტრომ მათი გათვალიწინება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება