ზაზა გოგავა - ჩვენი და ნატო-ს ალიანსის, იგივე ევროკავშირთან მანძილი დაახლოების მაგივრად, იზრდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის მიმართულების მდივნის, ზაზა გოგავას განცხადებით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, თავის პარტნიორებს შანტაჟის ენით ელაპარაკოს და მტერს ენის მოჩლექით.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, საქართველოს ნატო-სთან დაახლოების არანაირი შანსი არ აქვს.

„ძალიან მალე, როდესაც ეს ხელისუფლება ქვეყნის მმართველობაში არ იქნება, საქართველო ისევ შემოუბრუნდება ალიანსის გზას და უფრო სწრაფი ნაბიჯებით, ვიდრე ოდესმე, წავა ალიანსისკენ. ამ ხელისუფლებით ჩვენ ნატო-სთან დაახლოების არანაირი შანსი არ გვაქვს იმიტომ, რომ ვერ ვხედავთ ქმედით ნაბიჯებს, მათგან არის მხოლოდ შანტაჟი. ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, თავის პარტნიორებს შანტაჟის ენით ელაპარაკოს. ენის მოჩლექით ელაპარაკება მტერს და თავის პარტნიორებს შანტაჟის ენით. ამიტომაც არის, რომ ჩვენი და ნატო-ს ალიანსის, იგივე ევროკავშირთან ჩვენი მანძილი დაახლოების მაგივრად, სიშორით იზრდება“, -განაცხადა ზაზა გოგავამ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება პირველ რიგში, საკუთარ უუნარობაზე უნდა იყოს გაბრაზებული და არა ევროპელ პარტნიორებზე.

„ისინი გაბრაზებული თუ უნდა იყვნენ, უნდა იყვნენ საკუთარ თავზე, საკუთარ უნიათობაზე, უუნარობაზე და იმ მოღალატეობრივ პოლიტიკაზე, რომელსაც ისინი ჩვენი ქვეყნისთვის აწარმოებენ. ერთი მხარეა, რომ ჩვენ ალიანსში გაწევრიანება გვინდა, მეორე მხარეა, რომ იქ არის გარკვეული წესები, გარკვეული კრიტერიუმები უნდა დავაკმაყოფილოთ. ისინი გვეუბნებიან, რა არის გასაკეთებელი. მეთორმეტე წელია ხელისუფლებაში არიან. წარმოიდგინეთ, რამდენი დრო გაფლანგეს იმით, რომ არაფერი გააკეთეს“, - განაცხადა გოგავამ.

როგორც მან აღნიშნა, „არაერთხელ მოგვისმენია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უპასუხისმგებლო განცხადებები, თუ როგორი ტონით ესაუბრებიან აშშ-ს, ევროკავშირს და როგორ აციებენ ურთიერთობებს“. ამასთან, ზაზა გოგავა ფიქრობს, რომ ხელისუფლება ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებას არ აპირებს.

„რეალობაა, რომ საქართველოს ხელისუფლება რეკომენდაციებს შესრულებას არ აპირებს. ამიტომაც არის, რომ ამ სამეულიდან საქართველო გამოყოფილია და მხოლოდ მიმდინარეობს საუბარი უკრაინასა და მოლდოვაზე, საქართველო კი რადარებიდან გამქრალია“, - განაცხადა გოგავამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო