ირაკლი კობახიძე - გახსოვთ, როგორ აზიანებდა კელი დეგნანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და რაც ის წავიდა, საელჩომ ობიექტური ინფორმაცია გაავრცელა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამხილა ტყუილში

თქვენ გახსოვთ როგორ აზიანებდა თავის დროზე კელი დეგნანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და რაც დეგნანი წავიდა ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამხილა ტყუილში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოს მიერ ბაზებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვითაც შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში.

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ობიექტურად იმუშავებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

„ეს არის სპეკულაციები ისინი [ოპოზიცია] ცდილობენ, გადაფარონ ის, რომ საელჩომ ამხილა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტყუილში. ამაზე ერთი რამ მინდა ვთქვა, თქვენ გახსოვთ, როგორ აზიანებდა თავის დროზე კელი დეგნანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და რაც დეგნანი წავიდა, ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამხილა ტყუილში, რაც ადრე არ ხდებოდა ხოლმე. იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩი, ასევე, ობიექტურად იმუშავებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ვახტანგ კაპანაძე და ეს ადამიანები არიან „ნაცმოძრაობა“, ყველამ ვიცით და, რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ავრცელებს ამ დეზინფორმაციას, მაგრამ მათ გასცა პასუხი საელჩომ და რეალურად ამხილა ისინი ტყუილში და მადლობა ამისთვის, ბუნებრივია, საელჩოს.

პირველი შემთხვევაა ამ ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც საელჩო დაუპირისპირდა „ნაცმოძრაობის“ დეზინფორმაციას და მან გაავრცელა ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტური განცხადება „ნაცმოძრაობის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი რამ, სამწუხაროდ, ბოლო ელჩის პირობებში არ ხდებოდა. როგორც კი წავიდა ელჩი, მაშინვე გავრცელდა ობიექტური ინფორმაცია საელჩოს მიერ და ამისთვის საელჩოს მადლობა“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია