ვახტანგ ცინცაძე - გვაქვს მოლოდინი, რომ 2023 წელს ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის მოცულობა ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწევს

ექსპორტის ხელშეწყობა და ზოგადად, ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით სახელმწიფო არაერთ პროგრამას ახორციელებს სხვადასხვა სააგენტოების მეშვეობით. პოზიტიური ტენდენციები საგარეო ვაჭრობის მიმართულებით მიმდინარე წელსაც გრძელდება, უკვე გვაქვს იანვარ-აგვისტოს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ექსპორტი 14.3 პროცენტით გაიზარდა და 4.1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ასევე ხაზგასასმელია, რომ იანვარ-აგვისტოში სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 17 პროცენტით გაიზარდა და მისი მოცულობა 14 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ექსპორტის ზრდა ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდის ხელშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მისივე თქმით, საექსპორტო პოტენციალის შემდგომი ზრდა, დივერსიფიკაცია და ექსპორტის სტრუქტურის ხარისხობრივი გაუმჯობესება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას, რაც პოზიტიურად აისახება კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.

„არსებული ტენდენციების გათვალისწინებით ველოდებით, რომ 2023 წელიც იქნება რეკორდული საგარეო-სავაჭრო ბრუნვისა და ექსპორტის მიმართულებით, ისევე, როგორც 2022 წელს გვქონდა რეკორდული მაჩვენებლები ყველა მიმართულებით საგარეო ვაჭრობაში“- განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება