არჩილ თალაკვაძე - დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მოიცავს კომპლექსურ ღონისძიებებს, რომელიც ევროკავშირის მიერ იყო მოწოდებული რეკომენდაციის სახით

საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო, სამუშაო პროცესი საკანონმდებლო ორგანოში დღეიდან გადაინაცვლებს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის კომპლექსური სამოქმედო გეგმა, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფს, რომ საქართველომ დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია ამომწურავად და სრულფასოვნად შეასრულოს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, გაიმართა ევროინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, სადაც დრო დაეთმო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევრორეკომენდაციის შესრულების საკითხს. ეს გახლავთ დეოლიგარქიზაცია და მასთან დაკავშირებული პაკეტი. განვიხილეთ სამოქმედო გეგმა, რომელიც უკვე შემუშავებულია ევროკავშირთან შეთანხმების შესაბამისად. ეს გახლავთ კომპლექსური სამოქმედო გეგმა, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფს, რომ საქართველომ ეს რეკომენდაცია ამომწურავად და სრულფასოვნად შეასრულოს. რას მოიცავს ეს გეგმა, ჩვენმა საზოგადოებამ რომ იცოდეს - ეს არის რიგი ამოცანებისა, რომელიც განსაზღვრულია თითოეული უწყებისთვის და რაზეც პარლამენტი მუშაობას განაგრძობს ამ კვირიდანვე. ეს ეხება როგორც პარტიების დაფინანსების საკითხს, ასევე ანტიკორუფციულ მიმართულებას, ანტიმონოპოლიურ რეგულაციებს, მედიაპლურალიზმს, მართლმსაჯულების სფეროს და პრაქტიკულად მოიცავს კომპლექსურ ღონისძიებებს, რომელიც ევროკავშირთან იყო განხილული და მათ მიერ იყო მოწოდებული რეკომენდაციის სახით,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება