პარტია „საქართველოსთვის“ თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციაში წარსადგენ ნათესავთა წრის გაფართოებისა და მასში მშობლებისა და დედმამიშვილების შემოსავლებისა და ქონების დეკლარირების ინიციატივით გამოდის

პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციაში წარსადგენ ნათესავთა წრის გაფართოებისა და მასში მშობლებისა და დედმამიშვილების შემოსავლებისა და ქონების დეკლარირების ინიციატივით გამოდის.

„საქართველოსთვის“ დეპუტატებმა შესაბამის კანონში ცვლილებების პროექტი უკვე დააინიცირეს და მის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა ბექა ლილუაშვილმა განმარტა, კანონში ცვლილება ირაკლი ღარიბაშვილის მამის და მიხეილ სააკაშვილის დედის ფენომენს შეასუსტებს.

„საქართველოში თითოეული მოქალაქისთვის ცნობილია, რომ პოლიტიკური თანამდებობებით გამდიდრებული, პოლიტიკურ კორუფციაში ჩაფლული ჩინოვნიკების მიერ მოპარული ფულის დამალვის საშუალება ეს არის ამ ფულის სხვადასხვა ნათესავზე, მათ შორის მშობლებზე გადაფორმება. სწორედ ამ ხერხის გამოყენებით ქვეყანაში გვაქვს ღარიბაშვილის მამის და სააკაშვილის დედის ფენომენი.

ამ თვალსაზრისითაც, კერძოდ, ფულის მოპარვის და შემდეგ მოპარული ფულის გადამალვის პრაქტიკით „ქართული ოცნება“ სრულად „განაცდა“. მოპარული ფული ეს არის მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხები, რომელიც არავის პერსონალურ ინტერესს არ უნდა ხმარდებოდეს.

მოქმედი კანონით, დეკლარაცია შეეხება თანამდებობის პირების ოჯახის წევრებს, ხოლო ოჯახის წევრებში ერთ ჭერქვეშ მუდმივად მცხოვრები პირები იგულისხმებიან. მშობლები დეკლარაციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შედიან, თუკი დეკლარაციის შემავსებელ პირთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ.

„ქართული ოცნების“ მიერ აღნიშნულ ინიციატივაზე უარის თქმის შემთხვევაში დადასტურდება, რომ მოპარული ფულის დასაფარავად ნათესავებს იყენებენ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა