ხატია დეკანოიძე - სევდიანი სანახავია, როცა საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები პარტნიორებს საზიზღარი ტონით ესაუბრებიან, პუტინის რუსეთზე კი ხმას არ იღებენ

სევდიანი სანახავია, როცა საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს ასეთი საზიზღარი ტონით ესაუბრებიან და პუტინის რუსეთზე კი ხმას არ იღებენ, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე საქართველოს ნატოში გაწევრიანების თემაზე "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს.

დეკანოიძის თქმით, პარტნიორების მისამართით გაკეთებული განცხადებების ფონზე, ხელისუფლებას ოკუპანტ ქვეყანაზე - რუსეთზე საუბარი ყოველთვის აშინებს.

"ყველაზე უფრო სევდიანი სანახავია, როცა პრემიერ-მინისტრი ჯოზეფ ბორელს ასეთი ტონით შეიძლება ესაუბროს და ოკუპანტ ქვეყანაზე ერთი სიტყვაც კი არ თქვას", - აღნიშნა დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის