ჯაბა სამუშიამ კადისის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კადისის (ესპანეთი) უნივერსიტეტში ქართულ-ესპანური თანამშრომლობის ცენტრები დაარსდება. ამის შესახებ თსუ რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, კადისის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა რაფაელ ხიმენეს კასტანედამ და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

თსუ-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე, ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

თსუ რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, თსუ-სა და კადისის უნივერსიტეტში დაარსდება ქართულ-ესპანური თანამშრომლობის ცენტრი. ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კადისის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას მისცემს დეტალურად შეისწავლონ უნივერსიტეტებში არსებული კვლევითი მიმართულებები და იმუშაონ საერთო პროექტებზე.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ესპანური და ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის სწავლებას, პოპულარიზაციას პარტნიორ უნივერსიტეტებში.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რაც გვაქვს და რაც გვინდა, რომ განვითარდეს ჩვენს უნივერსიტეტებს შორის. აღნიშნული მემორანდუმები ურთიერთობის მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებს. თუმცა, შესაძლებელია, რომ ჩვენ უფრო გავაფართოოთ თანამშრომლობა ქართულ-ესპანური სამეცნიერო ხიდის დაარსებით, საერთო კონფერენციების, სიმპოზიუმების ჩატარებით, რომლითაც უფრო დავაახლოებთ ქართველ და ესპანელ მეცნიერებს“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

კადისის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა რაფაელ ხიმენეს კასტანედამ მადლობა გადაუხადა თსუ რექტორს მასპინძლობისთვის.

„ჩვენი უნივერსიტეტი ღიაა ამ თანამშრომლობისთვის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტრატეგიული პარტნიორია ჩვენთვის. გვსურს თანამშრომლობა სხვადასხვა კუთხით, მათ შორის საერთო პროექტების განხორციელების, ერთობლივი სიმპოზიუმებისა და კონფერენციების ჩატარების მიმართულებით“, - განაცხადა რაფაელ ხიმენეს კასტანედამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება