პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ბათუმში წარმომადგენლობა გახსნა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ინსტიტუციური გაძლიერებისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ქალაქ ბათუმში წარმომადგენლობა გახსნა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ახალი ოფისი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად გახსნა.

მათივე ცნობით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დამატებითი ოფისის ამოქმედება დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს სამსახურთან დაკავშირებას გაუმარტივებს ეს კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურის უფრო მეტად გაძლიერებას.

„საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს არსებობის ისტორიაში, პირველად დაფუძნდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამსახურის წარმომადგენლობა. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურის გაძლიერება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; სამსახურის საერთაშორისო ინსტიტუციური ცნობადობის გაძლიერება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დამკვიდრება ჩვენს საქმიანობაში“, - განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციითვე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სამსახურის უფროსს ლელა ჯანაშვილს ახალი ოფისის გახსნა მიულოცა, სამსახურსა და თანამშრომლებს წარმატებები უსურვა.

„ბათუმის ოფისის ოფიციალურ გახსნას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, აჭარის მთავრობის, საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოების, არასამთავრობო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ოფისი ბაქოს ქ. №48-ში იფუნქციონირებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება