ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩარტერული რეისების დაფინანსებასთან დაკავშირებით თავდაცვის უწყებაში შესაბამისი კომისია შეიკრიბა და დოკუმენტების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩარტერული რეისების დაფინანსებასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტები გასაჯაროვდეს.

როგორც ბურჭულაძე აღნიშნავს, საკითხზე დღეს თავდაცვის უწყებაში კომისია შეიკრიბა.

„დღეს თავდაცვის უწყებაში შეიკრიბა შესაბამისი კომისია და მიღებული იქნა დოკუმენტების გასაჯაროების გადაწყვეტილება. ის, რომ პრეზიდენტის ჩარტერები თავდაცვის უწყებიდან ფინანსდებოდა, მინიჭებული იყო გრიფით საიდუმლო სტატუსი, ვინ იყვნენ თანმხლები პირები, რა ლოკაციებზე იყო ფრენები განხორციელებული – ეს ყველაფერი კომპლექსურად დიდ ეჭვს იწვევს. შესაბამისი დანაყოფი პარალელურად მოკვლევით სამუშაოებს აწარმოებს და პროკურატურასთან ერთად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, როგორ წარიმართება საქმე. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ყველა დეტალი ეტაპობრივად გახდება საჯარო“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ, ტელეკომპანია „იმედთან“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება