დმიტრო კულება - ვიმედოვნებთ, რომ ევროკომისია თავის სიტყვას შეასრულებს და უკრაინულ მარცვლეულზე ემბარგოს გააუქმებს

ვიმედოვნებთ, რომ ევროკომისია თავის სიტყვას შეასრულებს და უკრაინულ მარცვლეულზე ემბარგოს გააუქმებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, უკრაინა იმედოვნებს, რომ ევროკომისია გააუქმებს უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვებს, რომელსაც მოქმედების ვადა 15 სექტემბერს ეწურება.

მისი აზრით, უკრაინისთვის შეზღუდვების არცერთი ფორმა არ არის მისაღები, „რადგან ეს ძირს უთხრის ერთიანი ბაზრის პრინციპს, ასოცირების შეთანხმებასა და ნდობას ევროკავშირის ვალდებულებების მიმართ“.

ცნობისთვის, ივნისში ევროკომისიამ შეზღუდვები 15 სექტემბრამდე გააგრძელა, რომელიც ბოლო მსგავსი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება