მიხაილო პოდოლიაკი - ის, რომ მოსკოვს ჩრდილოეთ კორეისგან დახმარების თხოვნა სჭირდება, რუსეთის უუნარობის გამოვლინებაა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის გამართულ მოლაპარაკებებს "რუსეთის უუნარობის გამოვლინებად" აფასებს.

"ისტორიას ყოველთვის ჰქონდა იუმორის გრძნობა. ის, რომ მოსკოვს ჩრდილოეთ კორეისგან დახმარების თხოვნა სჭირდება, რა თქმა უნდა, ხუმრობების მიზეზი, რუსეთის უუნარობის გამოვლინება და პუტინის 23-წლიანი პოლიტიკის ვერდიქტია", - წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მიუხედავად ჭურვები ჭურვებია. უკრაინა კი ძალიან სერიოზულად ეკიდება მოსკოვისა და ფხენიანის ქმედებებს და საკუთარ გათვლებს აკეთებს.

"რაც უნდა გვესმოდეს არის ის, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის საკითხი. სხვა მოთამაშეების ჩართვას, რომლებიც ღიად ახორციელებენ ინვესტიციებს ევროპაში ომში და ძირს უთხრისიან გლობალურ წესრიგს, მკაფიო პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ არა განცხადებებით", - აცხადებს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთში იმყოფება და რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. პუტინმა კიმ ჩენ ინთან გამართულ მოლაპარაკებებს "უაღრესად პროდუქტიული" უწოდა, რომელიც, მისი თქმით, მოიცავდა "აზრთა გულწრფელ გაცვლას" როგორც რეგიონულ საკითხებზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება