ვოლოდიმირ ზელენსკი "ტრიუმფის" განადგურებაზე - მადლობას გიხდით ტრიუმფისთვის – ყირიმის მიწაზე ოკუპანტების საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურებისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმში რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურებას ტრიუმფად აფასებს.

„მადლობას გიხდით დღევანდელი ტრიუმფისთვის – ჩვენი ყირიმის მიწაზე ოკუპანტების საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, ყოჩაღ!” - აცხადებს ზელენსკი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის მიერ განადგურებულ საჰაერო თავდაცვის სისტემის სახელწოდება "ტრიუმფია".

შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვამ და უკრაინის საზღვაო ძალებმა წუხელ ევპატორიასთან უნიკალური სპეცოპერაცია ჩაატარეს. სპეცოპერაციის დროს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა „ტრიუმფი" გაანადგურეს, რომლის ღირებულება 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. უკრაინელებმა სამიზნის წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატები და "ნეპტუნის" რაკეტები გამოიყენეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება