პენტაგონი - თუ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საბრძოლო მასალას მიაწვის, ის უკრაინელების მკვლელობის თანამონაწილე გახდება

ვფიქრობ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს რუსეთს უკრაინაში გაჩაღებულ არაპროვოცირებულ ომში, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ხელს შეუწყობს კონფლიქტის გახანგრძლივებას, არამედ უშუალოდ ჩაერთვება უდანაშაულო უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების, ოფიციალური პირებისა და ბრძოლის ველზე მყოფთა მკვლელობაში, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთისთვის ნებისმიერი ტიპის საბრძოლო მასალის მიწოდება ომს გაახანგრძლივებს.

"ასე რომ, ჩვენ ძალიან საჯაროდ ვისაუბრეთ ჩრდილოეთ კორეის მიმართ ჩვენი გაფრთხილებების შესახებ. რუსეთისთვის ნებისმიერი ტიპის იარაღის მიწოდება დაარღვევს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომლებსაც თავად რუსეთმა მისცა ხმა. ასე რომ, მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, არ დადოს შეთანხმება რუსეთთან. ნებისმიერი ტიპის საბრძოლო მასალის მიწოდება ომს გაახანგრძლივებს", - აღნიშნა საბრინა სინგმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება