„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

15 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ვარკეთილის მე-2 მიკრო რაიონის, N26 კორპუსის მიმდებარედ წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, 15 სექტემბერს, დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიური რეჟიმით შეასრულებენ.

„გადაერთებით სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 15 სექტემბერს, დილის 10:00 საათიდან 16 სექტემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონი: ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრო რაიონს, მე-8 ლეგიონის, სამგორის, შუამთის 10-ის და ონაშვილის დასახლებებს. ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ერთიანობისთვის მებრძოლთა, ზაქარია მხარგრძელის, 17 შინდისელის, იოზეფ მანდელშტამის, ხომლელის, წულუკიძის ქუჩისა და შესახვევების, ზანდუკელის, შანდორ პეტეფის, კუპრაძის, კვაჭანტირაძის, მაისურაძისა და ჯავახეთის ქუჩების ნაწილს. კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მე-4 მიკრო რაიონისა და აეროდრომის დასახლების ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება