პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ ცდილობს, „მარტოხელა ჯაშუშის“ ლეგენდა შემოგვთავაზონ, მაგრამ როცა გავლენის მოხდენაზეა საუბარი, ამას მარტოხელა ჯაშუში ვერ გააკეთებს - კონტრდაზვერვითი და ოპერატიული საქმიანობა ჩამოშლილია

“ქართული ოცნება" ცდილობს, „მარტოხელა ჯაშუშის" ლეგენდა შემოგვთავაზონ, მაგრამ როცა გავლენის მოხდენაზეა საუბარი, ამას მარტოხელა ჯაშუში ვერ გააკეთებს, აქ საუბარია ქსელზე, მთელ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ფარცხალაძე აშშ-მ როგორც რუსეთის ჯაშუში დაასანქცირა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყანაში კონტრდაზვერვითი და ოპერატიული საქმიანობა ჩამოშლილია, რადგან როგორც მანჯგალაძე აცხადებს, „ქართული ოცნება" თავად არის დაკავშირებული რუსეთთან.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რაიმეს გამოძიების მოლოდინი არ აქვს, აუცილებელია ფარცხალაძესთან დაკავშირებით გამოძიება ფორმალურად მაინც დაიწყოს.

„სანქცირების საფუძველს წარმოადგენს ის, რომ ფარცხალაძე როგორც რუსეთის ჯაშუში, გავლენას ახდენდა საქართველოზე. ფარცხალაძე დაკავშირებული იყო რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურთან. “ქართული ოცნება" ცდილობს ფარცხალაძე წარმოაჩინოს უკვე გადამდგარ პენსიონერ ჩინოვნიკად, რომელსაც არანაირი გავლენა არ აქვს პროცესზე. "ქართული ოცნება" ცდილობს "მარტოხელა ჯაშუშის" ლეგენდა შემოგვთავაზოს, მაგრამ როცა გავლენის მოხდენაზეა საუბარი, ამას "მარტოხელა ჯაშუში" ვერ გააკეთებს, აქ საუბარია ქსელზე, მთელ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე და ვიცით, რომ ფარცხალაძის გუნდის გავლენა დღესაც ვრცელდება პროკურატურაზე, პროკურატურის კადრებს წარმოადგენენ ფარცხალაძესთან დაკავშირებული ადამიანები და მათი იზოლაცია უნდა მოხდეს, ფინანსურ პოლიციაში დღესაც მასთან დაკავშირებული ადამიანები მართავენ პროცესებს და მათი ჩამოშორება უნდა მოხდეს. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ოპერატიული საქმიანობა ქვეყანაში ჩამოშლილია, რადგან "ქართული ოცნება" თავად არის დაკავშირებული რუსეთთან”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება