სომხეთი აზერბაიჯანელ სამხედროებს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანი ბრალდებას უარყოფს

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გეღარქუნიქის პროვინციაში საზღვართან სომხეთის სამხედრო პუნქტებს ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„14 სექტემბერს, დაახლოებით, 22:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა სომხეთის სამხედრო პუნქტებს ვერინ შორჟას (გეღარქუნიქის პროვინცია) მიმდებარედ ცეცხლი გაუხსნეს,“ - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

აზერბაიჯანული მხარე სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნას უარყოფს და სიცრუეს უწოდებს.

„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა იუხარი შორზას დასახლების მიმართულებით განლაგებული სომხური შეიარაღებული ძალების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, სრული სიცრუეა", - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება