გიორგი ალადაშვილმა და ლევან ანდრიაშვილმა თელავის ერეკლე მეფის სახელობის ისტორიულ სკოლაში, მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა თელავის ერეკლე მეფის სახელობის #1 საჯარო სკოლაში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა.

„იწყება კიდევ ერთი, საინტერესო სასწავლო წელი, რომელიც დარწმუნებული ვარ, სიახლეებით დატვირთული და პროდუქტიული იქნება, განათლებული ახალგაზრდა თაობა ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის საფუძველია. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად დიდი ყურადღება ექცევა, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ახალი საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობას, მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და როგორც მიმდინარე, ასევე, მომავალ წელს, კახეთს ათეულობით ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება შეემატება.

ჩვენთვის ასევე, მნიშვნელოვანია, ჩვენი მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა ქვეყნის ნებისმიერ წერტილში და ჩვენი პედაგოგ-მასწავლებლების ღირსეული დაფასება. ბოლო წლების მანძილზე, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით“, - აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პატარებისთვის, რომლებმაც პირველად შეაღეს სკოლის კარი. ვულოცავ პედაგოგებს, ყველა პირველკლასელს, ყველა მოსწავლეს ახალი სასწავლო წლის დაწყებას, მინდა ვუსურვო მათ წარმატებული წელი. სწორედ ბავშვების, ახალგაზრდების წარმატებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.

პრესსამსახურის ცნობით, ერეკლე მეფის სახელობის #1 საჯარო სკოლაში, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ დაღუნდარიძე, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მრელაშვილი, მშობლები და სკოლის მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება