ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირლანდია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში, ირლანდიის საგარეო უწყებამ დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ და გამოთქვა მზადყოფნა, პრაქტიკული დახმარება გაუწიოს საქართველოს ამ პროცესში.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ირლანდიის ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ მიჰო მარტინის განცხადებით, ირლანდია გაფართოების პოლიტიკის მომხრე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერია.

„მოხარული ვარ, რომ დღეს დუბლინში მინისტრ დარჩიაშვილს ვუმასპინძლე, რაც საქართველო-ირლანდიის მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა განგვეხილა ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ამასთან, ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. ევროკავშირის წევრობამ ირლანდია ძალიან შეცვალა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის გაფართოებას. მივესალმები საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, ღირებულებების კავშირია. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს განაგრძოს საჭირო რეფორმების განხორციელება ევროკავშირის ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაში ყოფნისთვის”, - განაცხადა მინისტრმა.

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესი დადებითად შეაფასა ირლანდიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, პიტერ ბურკემ.

„ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ევროკავშირის გაფართოება, ვინაიდან ამით ჩვენ უფრო უსაფრთხო კავშირს მივიღებთ, ეს კი, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის მოქალაქეებისთვის. ასევე, ძალიან გამიხარდა, როდესაც მინისტრმა მითხრა, რომ საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ პერსპექტივას. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან წარმოვადგენთ იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის გაფართოების მომხრეა. ვიცი, რომ საქართველო დაუღალავად შრომობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისთვის. ასევე ვიცი, რომ გასულ კვირას შედგა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი საქართველოში. მაქვს ინფორმაცია ვიზიტის შემდგომი პროგრესის შესახებაც. ირლანდია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერია. რასაკვირველია, ამისთვის კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ”, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ 13-14 სექტემბერს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირველი ოფიციალური ვიზიტით ირლანდიას ეწვია, რა დროსაც შეხვედრები გამართა ირლანდიის აღმასრულებელ და საკანონმდებლო უწყებათა წარმომადგენლებთან.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით