„კარფურის“ 11 წლის იუბილე: გამოიძახე „კარფური“ Wolt-ით, მიიღე განსაკუთრებული ფასდაკლებები, შეთავაზებები და პრიზების მოგების შანსი

„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ქართველ მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-11 წელს აღნიშნავს. ტრადიციულად, ყოველ იუბილეზე ფრანგული ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზებითა და ხელმისაწვდომი ფასებით ანებივრებს, რათა გამოხატოს მადლიერება კარფურის მიმართ არსებული ნდობისა და ერთგულებისათვის. გამონაკლისი არც ეს წელია.

11 - 24 სექტემბრამდე WOLT-ის აპლიკაციით კარფურის გამოძახებისას, საიუბილეო კამპანიის ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს პრომო კოდი: CRFANNIVERSARY11 და მიიღოს 10 ლარის კრედიტები WOLT-ის ანგარიშზე, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია კარფურიდან ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას.

ასევე, 30 სექტემბრის ჩათვლით, WOLT-ის აპლიკაციით, Colgate-Palmolive-ის ყველაზე მეტი თანხის პროდუქციის შეძენისას, კარფურისონლაინ მომხმარებლებს შანსი ექნებათ დასაჩუქრდნენ განსაკუთრებული პრიზებით: 1 ადგილი - iphone 14; 2 ადგილი - Playstation 5; 3 ადგილი - iwatch 8 series.

ეს ყველაფერი არ არის, კამპანიის პერიოდში გამოვლინდება ტოპ 3 მომხმარებელი, რომლებსაც საიუბილეო კამპანიის ფარგლებში, WOLT-ის აპლიკაციით ყველაზე მეტი შეკვეთა ექნებათ განხორციელებული. გამარჯვებულებს WOLT-ის ანგარიშზე დაერიცხებათ კრედიტები კარფურის გამოსაძახებლად: 1 ადგილი - 1000 ლარის კრედიტები ; 2 ადგილი - 700 ლარის კრედიტები; 3 ადგილი - 500 ლარის კრედიტები.

გარდა ამისა, 30 სექტემბრის ჩათვლით WOLT-ის აპლიკაციის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია გამოიძახოს სპეციალური კალათა კარფურიდან, რომელსაც სხვადასხვა საჩუქრები მოჰყვება.

კარფური მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს — ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ლოიალობის პროგრამა - „მაი ქლაბით“. ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება