ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისთვის, მიმდინარე წელს, 20 მლნ ლარი დაიხარჯება

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით 20 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც წელს იქნება დახარჯული შესრულებულ სამუშაოებზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა ძირითადი სამუშაოები იქნება მოსამზადებელი ხასიათის იმისთვის, რომ უფრო ინტენსიურად გაგრძელდეს მომდევნო წელს პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა.

ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ანაკლიასთან დაკავშირებით 20 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც უშუალოდ წელს იქნება დახარჯული შესრულებულ სამუშაოებზე. ჩემი ვარაუდით, ეს იქნება მომდევნო თვეში სამუშაოების დაწყების პროცესი. ახლა წარმოვადგინეთ ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისად პარლამენტში გაგზავნას, მის დამტკიცებას, მიღებას და ა.შ. რომელსაც დასჭირდება რამდენიმე კვირა და შემდგომ ეს დაფინანსება იქნება ხელმისაწვდომი. ძირითადი სამუშაოები იქნება მეტად მოსამზადებელი სამუშაოები იმისთვის, რომ უფრო ინტენსიურად გაგრძელდეს მომდევნო წელს პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა. რაც შეეხება უშუალოდ გამარჯვებულის გამოვლენას, აქ ინტერესი გამოხატული აქვს რამდენიმე კომპანიას ჩემი ინფორმაციით, და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში მეტი დეტალი იქნება ცნობილი ეკონომიკის სამინისტროდან იმის შესახებ, თუ რამდენი კომპანია გადავა შემდეგ ეტაპზე და რა ვადებში დასრულდება გამარჯვებულის გამოვლენა, ვინც უშუალოდ იქნება ჩართული პორტის მშენებლობაში. ამ ეტაპზე ჩვენ უნდა დაველოდო მეორე ეტაპს, სადაც იქნება გამოვლენილი მცირე რაოდენობა კომპანიებსა და შემდგომ უნდა დაველოდოთ მათ მიერ წარმოდგენილ წინადადებებს პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის გაწერილი გეგმის მიხედვით თავისი შესაბამისი ვადებით და შესაბამისი ვადების მიხედვით ხორციელდება აღნიშნული საქმიანობა დღესაც“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება