ლაშა ხუციშვილი - სპეციალისტები იტყვიან გურიაში სტიქიისგან დაზიანებულ სახლებში ცხოვრება სახიფათოა თუ არა, ამის შემდეგ ზარალი ან თანხობრივად ანაზღაურდება, ან სახელმწიფო შეუძენს ბინებს ამ ადამიანებს

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გურიაში, სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების შესწავლა აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ხუციშვილმა განმარტა, რთულია წინასწარ იმის თქმა, თუ რა დაჯდება აღნიშნული სტიქიის შედეგად დაზარალებულების დაკმაყოფილება, თუმცა, მინისტრი ვარაუდობს, რომ ეს რამდენიმე ათეული მილიონი ლარი იქნება.

„შესაბამისი ბრძანებულება გამოცემულია, ეს არის კომპენსაციების გადახდა ოჯახებისთვის, რომლის წევრებიც დაიღუპნენ, ამ ნაწილში აღნიშნული თანხები სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. გარდა ამისა, ხარჯი გაიწევა სტიქიის მიმართულებით, იმ ადამიანების ხარჯებს, რომლებიც ამ ეტაპზე გამოსახლებული არიან სახლებიდან და გურიაში სასტუმროებში ცხოვრობენ, სახელმწიფო ფარავს. გარდა ამისა, ეს ეტაპი დასრულებული არ არის, აქტიურად მიმდინარეობს იმ სახლების შესწავლა, რომლებიც დაცლას საჭიროებს და საცხოვრებლად არ გამოდგება. დღეს ვიცით, რომ ასეთი ოჯახების რაოდენობა 150-200-ზე მეტიცაა, მას შემდეგ, რაც სრულად იქნება აღწერილი აღნიშნული სახლები და სპეციალისტები იტყვიან კონკრეტულ სახლზე, სახიფათოა თუ არა, ცხოვრება შეიძლება თუ არა, ამის შემდეგ იქნება ანაზღაურება ან თანხობრივი, ან სახელმწიფო შეუძენს მათ ბინებს და გადასცემს იმის სანაცვლოდ, რომლის დატოვებაც მოუწევთ. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან აქტიურად მიდის მუშაობა, საკმაოდ რთულია პროგნოზის გაკეთება, რა მასშტაბი იქნება, თუმცა, ეს იქნება რამდენიმე ათეული მილიონი ლარი“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე განმარტებით, ხარჯები გაწეული იქნება არამხოლოდ სარეზერვო ფონდიდან, არამედ, რეგიონების ფონდიდან, ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან.

„დაახლოებით, 100 მლნ ლარია წლის განმავლობაში ჯამურად, რაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის იქნება დახარჯული, შესაბამისად, გააჩნია სტიქიას და ფორმას, ნაწილი დაფინანსებული იქნება სარეზერვო ფონდებიდან, ნაწილი რეგიონული ფონდებიდან, ნაწილი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან და ნაწილი მუნიციპალური ბიუჯეტიდანაც“, - განაცხადა ხუციშვილმა.

კითხვაზე, რა ფორმით და რა ვადაში გაიცემა დაზარალებულებისთვის ანაზღაურება, ხუციშვილი ამბობს, რომ დეტალური ინფორმაცია რამდენიმე დღეში, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სრული სურათი იქნება წარმოდგენილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება