გიორგი ამილახვარი - ქვეყნის მასშტაბით, რეაბილიტაცია დაახლოებით, 400 სკოლას უტარდება - იმის წარმოჩენა, რომ, თითქოს, ახლა ბავშვები გარეთ ხვდებიან, სიცრუეა - 10 სკოლაში არის პრობლემა და პასუხისმგებლობას არ გავურბივართ

განათლების მინისტრის გიორგი ამილახვრის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეაბილიტაცია დაახლოებით, 400 სკოლას უტარდება.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველოში, პარალელურ რეჟიმში, დაახლოებით, 400 სკოლას უტარდება რეაბილიტაცია. ერთ-ერთი მაგალითად დღეს გავხსენით და ასეთი კიდევ არის ათეულობით, ნელ-ნელა გავხსნით. იცით, რომ ვიცი ეს პრობლემა. იცით, ჩემი პოზიცია და დამოკიდებულება კონტრაქტორთან, იქნება უმკაცრესი მიდგომა და არის უკვე ეს განხორციელებული, სულ რომ ერთი ბავშვი არსებობდეს, არათუ მთლიანად სკოლა და მშობლები. იცით ჩემი დამოკიდებულება, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ ეს ბავშვები არ დარჩნენ ღია ცის ქვეშ, არცერთი ბავშვი დღეს ღია ცის ქვეშ არაა. ყველა გადანაწილებულია უახლეს სკოლებში და ყველა სერვისი, რაც სჭირდებათ მათ, გარდა საგანმანათლებლო რესურსებისა, იგივე სატრანსპორტო მომსახურება, ეს უზრუნველყოფილია. ახლა რამდენ ბრუნვაშიც არ უნდა ვაბრუნოთ ეს კითხვა, ერთ დღესა და ერთ კვირაში ეს სკოლა ვერ აშენდება. და იმის წარმოჩენა, რომ, თითქოს, ახლა ბავშვები ხვდებიან გარეთ, ეს არის უბრალოდ სიცრუე. 10 სკოლაში არის მსგავსი პრობლემა, ვამბობთ ამას ნათლად და არ გავურბივართ არც პრობლემას, არც პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ამილახვარმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება