ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ჯამში, 40 მლნ ლარი გაუნულდებათ

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, ფინანსური დავალიანება დაახლოებით 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს გაუნულდება.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია ჯამში 40 მლნ ლარზე.

„დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს, ჯამური დავალიანება არის 40 მლნ ლარი. ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ სამომავლო პერიოდში სწავლის გაგრძელებაზე, პირველი ეტაპი არის ის, რომ დავალიანებები ჩამოწერილი თუ არ იქნა, ამ პირებს შესაძლებლობა არ ექნებათ, რომ სწავლა გააგრძელონ. ბუნებრივია, სხვა მიმართულებითაც გრძელდება მუშაობა, თუმცა ეს არის პირველი ეტაპი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ თითოეულ სტუდენტს, რომელსაც სტატუსი შეჩერებული ჰქონდა, შესაძლებლობა გაუჩნდეს იმისთვის, რომ სწავლა უნივერსიტეტებში გააგრძელოს.

რაც შეეხება კომუნიკაციას, ბუნებრივია, შესაბამისი სამინისტროს აქვს კომუნიკაცია უნივერსიტეტებთან, ეს კომუნიკაცია მომდევნო პერიოდში, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. შესაბამისი დავალებები აქვს მიღებული, როგორც განათლების სამინისტროს, ასევე, ფინანსთა სამინისტროს, ძალიან ბევრი შეხვედრა მომავალში კიდევ იქნება“, - აღნიშნა ხუციშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ხდება უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის დავალიანების ანულირება მაინცდამაინც ახლა, რაზეც ხუციშვილი ამბობს, რომ „ძალიან ბევრი სპეკულაცია შეიძლება გავრცელდეს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ისეთ სპეკულაციას, რომელიც ბიუჯეტის ცვლილებების ნაწილთანაა დაკავშირებული, ის ვერ გაიზიარებს“.

„ძალიან ბევრი სპეკულაცია შეიძლება გავრცელდეს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ბუნებრივია, წელიწადზე მეტია დარჩენილი არჩევნებამდე, ყოველ წელს ან ორ წელიწადში ერთხელ არჩევნები გვაქვს და ამ ლოგიკით ნებისმიერი ინიციატივა შეიძლება ამას მივაწეროთ. ჟურნალისტებმა, რომლებიც მუშაობთ ეკონომიკური მიმართულებით, ალბათ, ძალიან კარგად იცით, რომ ბიუჯეტის ცვლილებების მომზადება არ ხდება ერთ დღეში და ტექნიკურად, ფიზიკურად შეუძლებელია ერთ ან ორ დღეში განხორციელდეს, ეს არის საკმაოდ გრძელი და დიდი მუშაობის შედეგი. შესაბამისად, ვერ გავიზიარებ ვერცერთ მსგავსი ტიპის სპეკულაციას ამ თემებთან დაკავშირებით, რაც წარმოდგენილია ბიუჯეტის ცვლილებების ნაწილში“, - განაცხადა მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება