ვლადიმერ პუტინი ენტონი ბლინკენის განცხადებაზე - მნიშვნელოვანია, უკრაინამ გოპაკი არ დაივიწყოს, თორემ ისინი მუდმივად იცეკვებენ სხვის დაკრულზე

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ „ტანგოს ცეკვას ორი სჭირდება“.

„ვფიქრობ, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დაივიწყოს გოპაკი, ეს მნიშვნელოვანია, თორემ ისინი მუდმივად იცეკვებენ სხვის დაკრულზე“, - განაცხადა პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ „ტანგოს ცეკვას ორი სჭირდება“ და რომ შეერთებულ შტატებს ჯერ არ უნახავს პუტინის მხრიდან დიპლომატიის მიმართ ინტერესის ნიშნები.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება