კახა კალაძე - მოთხოვნები, რომელიც „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იყო, გათვალისწინებულია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით არსებობდა.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის კომენტირებისას განუცხადა.

„რაც შეეხება აღნიშნულ კანონს, თქვენ იცით, რომ ჩვენ გადაწყვეტილება გვქონდა მიღებული, პარლამენტშიც გვქონდა წარდგენილი აღნიშნული კანონპროექტი, თუმცა, ჩვენი მეგობარი ევროპელების თხოვნით იქნა შეჩერებული. გავიარეთ კონსულტაციები და ის მოთხოვნები, რაც იყო აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, ყველაფერი არის გათვალისწინებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ ვის უნდა შეეხოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი, კალაძეს მაგალითად კონკრეტული ყოფილი მაღალჩინოსანი მოყავს.

„როდესაც კანონპროექტი იქნება მიღებული, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. თუ კონკრეტიკას მეკითხებით, მაგალითად, შემიძლია დაგისახელოთ დავით კეზერაშვილი, რომელიც გამდიდრდა საქართველოში ომის და იმ უბედურების ხარჯზე, რაც 2008 წელს ქვეყანას თავს დაატყდა. ეს ადამიანი აგრძელებს ბინძურ საქმიანობას. დაახლოებით ორი თვის წინ (შეიძლება ცოტა მეტიც გავიდა) თქვენ იხილეთ „ბიბისის“ საგამოძიებო გადაცემა, სადაც პირდაპირ აღწერილია მისი კრიმინალური საქმიანობა. დღეს, ეს ადამიანი ამ სიბინძურით ნაშოვნი ფულით არის ქართულ პოლიტიკაში, აფინანსებს კონკრეტულ ტელევიზებს, რაც ძალიან მძიმეა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება