ვაზისუბნის დასახლებაში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, N90 სკოლის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძის თქმით, სკვერის მიმდებარედ ასევე ეწყობა სკეიტ პარკიც.

„ამ სივრცის მოწესრიგება ჩვენი დაპირება იყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყობა სასეირნო ბილიკები, ფანჩატურები. ხე-მცენარეები, რომელიც ჯანსაღია, შენარჩუნდება და დაემატება ახალი მცენარეები თავისი სარწყავი სისტემებით. მოწესრიგდება გარე განათების სისტემა, ბავშვებისთვის დამონტაჟდება ატრაქციონები. ეს პროექტი ორ ნაწილად არის გაყოფილი. წელს სამუშაოების გარკვეული ნაწილი იქნება დასრულებული - ეს არეალი, რაც დავათვალიერეთ. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში ძაღლების სასეირნო სივრცე მოეწყობა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა იყო. ასევე, აქვე ახლო კეთდება სკეიტ პარკი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ადგილზე, ასევე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, ისნის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში კახა ლაბუჩიძე.

ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 16 000 კვადრატული მეტრია, სრულად რეაბილიტირდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ძაღლების სასეირნო სივრცე, საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე შადრევანი; ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები, დაირგვება მწვანე ნარგავები და დაითესება ბალახი.

სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 4,5 მლნ ლარს შეადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება