დიმიტრი პესკოვი - კიმ ჩენ ინის ვიზიტისას რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შეთანხმება არ გაუფორმებიათ

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტის ფარგლებში, რუსეთსა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე ან სხვა საკითხებზე შეთანხმებები არ გაუფორმებიათ, ასეთი გეგმები არ არსებობდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„არც ამ და არც სხვა საკითხებზე არანაირი შეთანხმება არ გაფორმებულა, ასეთი გეგმები არ ყოფილა", - განაცხადა პესკოვმა, რომელსაც ჰკითხეს მოეწერა თუ არა ხელი რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ რაიმე შეთანხმებას.

შეგახსენებთ, ოთხშაბათს, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა, ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა კოსმოდრომ "ვოსტოჩნიზე" მოლაპარაკებები გამართეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება