ირაკლი ქადაგიშვილი ფარცხალაძეზე - გავლენა ვიღაცას ვიღაცაზე ყოველთვის აქვს, მაგრამ რა შუაში აქ მთავრობა და „ქართული ოცნება“?

ჯერ არავინ იცის, ვინ ვისი აგენტი იყო, როდის იყო და რანაირად იყო - ამიტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თქვა, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ საკითხზე მოკვლევას იწყებს - დაველოდოთ მოკვლევას! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილის ხაზგასმით აღნიშნა, რომ 11 წელია, რაც ოთარ ფარცხალაძეს არც საჯარო სამსახურთან და არც საჯარო პოლიტიკასთან შეხება არა აქვს.

„ის კერძო პირია. ფარცხალაძე გენერალური პროკურორის პოსტზე 11 წლის წინ იყო. ის თუ რამ განაპირობა ფარცხალაძის სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანა, ამასთან დაკავშირებით მოკვლევას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაში ზოგადი განმარტება იყო. უფრო მეტი კონკრეტიკა ცნობილი არ არის. გამომდინარე აქედან, მოკვლევა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ.

ჩვენ გვჭირდება კონკრეტიკა - გავლენა ვიღაცას ვიღაცაზე ყოველთვის აქვს, მაგრამ რა შუაში აქ მთავრობა და „ქართული ოცნება“?! რაც შეეხება ზოგადად სანქცირების საკითხს, ჩვენთვის გასაკვირია, რომ როდესაც მოსამართლეები დასანქცირდნენ, არანაირი კონკრეტული ახსნა-განმარტება, თუ რა მიზეზით მოხდა მათი დასანქცირება, არ გაკეთებულა - გვითხრეს, მიზეზი ღია წყაროებში წაიკითხეთო, რაც რელევანტური პასუხი არ არის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

აშშ-მ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება