პაატა მანჯგალაძე - აშშ-მ „ოცნებას“ შემოუთვალა, ვიცით რასაც წარმოადგენთ და თუ მართლა გაქვთ ერთი ადგილი, დააყენეთო

საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ „ქართული ოცნებისთვის“ და კალაძისთვის გასაგებად რომ ვთქვათ, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას შემოუთვალეს, ვიცით, რასაც წარმოადგენთ, ვიცით ვისაც ემსახურებით და თუ მართლა გაქვთ ერთი ადგილი, დააყენეთო, - ამის შესახებ” სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, „რუსული ჯაშუშური ქსელი ნამდვილად არსებობს, რომელიც ძალოვანი უწყებებით იწყება და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებით სრულდება“.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ „ქართული ოცნების“ ყოფილი პროკურორის, ფარცხალაძის და მისი რუსი კურატორის სანქცირება მკაფიო გზავნილია „ოცნების“ ხელისუფლებისთვის, რომ პარტნიორებისთვის ცნობილია რუსეთთან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირდაპირი კონტაქტი.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში მაღალი რწმუნებულებით პირდაპირ არის მითითებული, რომ ფარცხალაძე „ეფესბეს“ მოქმედი ჯაშუშია, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენას ცდილობდა. აღნიშნულს ერთი ადამიანი ვერ განახორციელებდა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ჯაშუშური ქსელი ნამდვილად არსებობს, რომელიც ძალოვანი უწყებებით იწყება და სრულდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებით.

ამაზე ქვეყანაში ჩავარდნილი კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ჩავარდნილი ოპერატიული საქმიანობა, სახელმწიფო უსაფრთხოების ყველა რგოლის ჩამოშლა მიუთითებს. მოკლედ, საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ „ქართული ოცნებისთვის“ და კალაძისთვის გასაგებად რომ ვთქვათ, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას შემოუთვალეს, ვიცით, რასაც წარმოადგენთ, ვიცით ვისაც ემსახურებით და თუ მართლა გაქვთ ერთი ადგილი, დააყენეთო. მივმართავ „ქართულ ოცნებას“, მესმის, რომ საკუთარ თავებს ვერ გამოავლენთ და ვერ დასჯით, მაგრამ ფორმალურად მაინც დაიწყეთ გამოძიება“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება