ლევან ბეჟაშვილი - ყველა პოლიტიკურ ჯგუფს მოვუწოდებთ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის დღეს სხდომათა დარბაზიდან გამოვიდეთ და მარტო დავტოვოთ „ქართული ოცნება“ საკუთარი „ქოცური“ პოლიტიკური დღის წესრიგის ამარა

ყველანაირი ინსინუაციებისა და სპეკულაციების გამოსარიცხად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის დღეს ჩვენ სხდომათა დარბაზიდან გამოვალთ - ყველა პოლიტიკურ ჯგუფს მოვუწოდებთ, მარტო დავტოვოთ „ქართული ოცნება“ საკუთარი „ქოცური“ პოლიტიკური დღის წესრიგის ამარა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.

ბეჟაშვილი ირწმუნება, რომ კენჭისყრის დღეს მათი ფრაქციის 20 წევრიდან არც ერთი სასესიო დარბაზში არ იქნება.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა არის ფიქცია, რომელიც ვერასდროს განხორციელდება.

„ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული თემა იმ მიზნით შემოიტანა, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას და საზოგადოების ყურადღება მთავარი საკითხებიდან ფიქციაზე გადაიტანოს. ბუნებრივია, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

მოვუწოდებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს, საერთოდ დავხუროთ ეს თემა - ნუ მივცემთ „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტის ინსტიტუტს ამ თემით პოლიტიკური დივიდენდების მოგროვების შესაძლებლობას. ყველ პარტიას მოვუწოდებთ, გამოვიდეთ და „ქართული ოცნება“ ამ თამაშებში მარტო დავტოვოთ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება