მედია - ევროკომისია უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვას გაახანგრძლივებს

ევროკომისია, დიდი ალბათობით, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში იმპორტზე დაწესებულ აკრძალვას გაახანგრძლივებს, მაგრამ არა წლის ბოლომდე, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ემბარგოს გახანგრძლივების გადაწყვეტილებას მიიღებენ - თუმცა, შესაძლოა, არა წლის ბოლომდე, როგორც ამას პოლონეთის მთავრობა ითხოვს. მედია იუწყება, რომ არსებობს ემბარგოს გახანგრძლივების ძლიერი არგუმენტები, კერძოდ, მონაცემები იმის შესახებ, რომ უკრაინული იმპორტი, აკრძალვის მიუხედავად, იზრდება.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილებას დღის მეორე ნახევარში მიიღებენ, რადგან არავის სურს ამ საკითხის შუაღამემდე გაჭიანურება, როცა ემბარგოს ვადა ოფიციალურად ამოიწურება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება