დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ზღვის სანაპიროზე დასუფთავების აქცია ჩატარდა

„დავასუფთაოთ მსოფლიო - 2023“ - საერთაშორისო კამპანიას ყოველწლიურად საქართველოც უერთდება. დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქში აქცია ჩატარდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ წევრებთან ერთად, თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი დაასუფთავეს.

აქციაში ასევე, მონაწილეობა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ მიიღეს.

„დასუფთავების საერთაშორისო კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი გარემოს დაცვის მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მნიშვნელოვან კამპანიას ვუერთდებით და ყველას მოვუწოდებთ, ნუ დავაბინძურებთ ბუნებას, ქალაქს და ერთად ვიზრუნოთ გარემოს გაუმჯობესებაზე“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

დასუფთავების მსოფლიო დღე, გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით, 1993 წელს დაფუძნდა და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.

დასუფთავების ფართომასშტაბიანი აქციების ჩასატარებლად, კამპანიამ მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოქალაქეები გააერთიანა. მიმდინარე წლის კამპანიის დევიზია - „ადგილობრივი გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა, რათა შეიცვალოს სამყარო“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება