ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის რეაბილიტირებული საჭადრაკო სკოლა გაიხსნა

ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის რეაბილიტირებული საჭადრაკო სკოლა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გახსნას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, პარლამენტარი ზაზა ლომინაძე, ჭადრაკის მსოფლიო დიდოსტატი გიორგი გიორგაძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გია ბასილაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სრულად განახლდა შენობის ინტერიერი და ექსტერიერი, შეიცვალა: სახურავი, კარ-ფანჯრები, განათების და წყალგაყვანილობის სისტემა. სამეცადინო და სატურნირო ოთახები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. მოწესრიგდა სკოლის ეზო, სადაც ღია საჭადრაკო დაფა გაკეთდა. თემატურად მოიხატა შენობის ფასადის კედელი.

უწყების ცნობით, საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციისთვის 544 133 ლარი დაიხარჯა. პროექტი რგპფ-მ დააფინანსა. ამ ეტაპზე სკოლაში 327 ნორჩი მოჭადრაკე ჭადრაკს ეუფლება.

„ქუთაისის საჭადრაკო სკოლის აღზრდილები მუდმივად საპრიზო ადგილებს სხვადასხვა დონის საერთაშორისო ტურნირებზე იკავებენ, მათ შორის ჭადრაკის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე. მჯერა აქ ისევ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები გაიზრდებიან“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა