კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო პროცესი განახლდა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაარსებიდან 13 წელი გავიდა. ლიცეუმმა იუბილე და სასწავლო პროცესის დაწყება გელათის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე აღნიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საზეიმო ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ. მათ კადეტებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს და ლიცეუმის, როგორც მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო დაწესებულების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

„ღონისძიებაზე კადეტებმა კადეტის მრწამსი წაიკითხეს, მოგვიანებით კი, კულტურული პროგრამის ფარგლებში, ლიტერატურული კომპოზიცია „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ წარმოადგინეს.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით, საშტატო იარაღითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

კადეტები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ დალოცა. საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, კადეტების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმს 2014 წელს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი მიენიჭა. ლიცეუმი საქართველოში ერთადერთი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც სამხედრო მომზადებასა და ამავდროულად ზოგადი განათლების მიღებას უზრუნველყოფს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა აღმოსავლეთ საქართველოშიც მიმდინარეობს. 2023-2024 სასწავლო წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი სიახლით ხვდება. საქართველოს თავდაცვის ძალებსა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოსთან შეთანხმებით, შეიცვალა კადეტების უნიფორმა. დღეიდან ისინი ახალ, გენერალ გიორგი კვინიტაძის სამხედრო ფორმის ანალოგ ფორმას ატარებენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება