რუმინეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე - საფრთხის შემთხვევაში რუმინეთი რუსულ დრონებს ჩამოაგდებს

საფრთხის შემთხვევაში რუმინეთი რუსულ დრონებს ჩამოაგდებს, - ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ გეორგიცა ვლადმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ დუნაიზე რუმინეთის ტერიტორიის სიახლოვეს უკრაინულ პორტებზე რუსეთის ხშირი თავდასხმების გამო რუმინეთმა დუნაის დელტაში დაახლოებით 600 სამხედრო მოსამსახურე და რადიოლოკაციური სისტემები განათავსა.

„რამდენიმე რადარი განვათავსეთ, თავდაცვის სისტემა გააქტიურებული გვაქვს და ნატო-ში მოკავშირეებთან ერთად გადაწყვეტილებები განვიხილეთ იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის აგრესიას“, - განაცხადა ვლადმა.

მან არ გამორიცხა, რომ საჭიროების შემთხვევაში რუმინეთი რუსული დრონების წინააღმდეგ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გამოიყენებს.

“საფრთხის დონიდან გამომდინარე, მზად ვართ ყველა არსებული სამხედრო საშუალება გამოვიყენოთ რუმინეთის ტერიტორიის დასაცავად”, - განაცხადა ვლადმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება