მედია - უკრაინამ შავ ზღვაში რუსული სარაკეტო ხომალდი დაბომბა

უკრაინის უშიშროების სამსახურის საზღვაო დრონმა შავ ზღვაში გუშინ რუსული სარაკეტო ხომალდი „სამუმი“ დაბომბა. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით წერს. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, დრონი გემის უკანა მხარეს მოხვდა, სევასტოპოლის ყურის შესასვლელთან, რის შემდეგაც გემმა დაზიანებების გამო, სიჩქარე დაკარგა და ის ბუქსირით გადაიყვანეს სარემონტოდ.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, შეტევაში გამოყენებული დრონი არის ექსპერიმენტული მოდელი, რომელსაც შეუძლია ქარიშხალში მოქმედება, მაღალ ტალღებში დამალვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოხსენებაში კი ნათქვამია, რომ შავ ზღვაში ექვსმა უკრაინულმა დრონმა სცადა თავდასხმა „სამუმზე“ და საპატრულო გემზე „სერგეი კოტოვზე“, მაგრამ ისინი ყველა განადგურდა, შავი ზღვის ფლოტის ავიაციამ კი კიდევ ერთი დრონი აღმოაჩინა და გაანადგურა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება